მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალიტეტებს ახალი სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბება შეეძლებათ

BM.GE
17.02.20 18:40
646
მუნიციპალიტეტებს საჭიროების შემთხვევაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნა შეეძლებათ. ამას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე განიხილეს. კანონპროექტის ავტორი ინფრასტრუქტურის სამინისტროა. უწყებაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში ახალი სტრუქტურული ერთეულების გაჩენა, მუნიციპალიტეტების მართვის ეფექტიანობას გაზრდის.