25.ნოემბერი .2022 19:59

მუნიციპალიტეტებს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდებათ

180
უკან

ადგილობრივი თვითმართველობების შესახებ კოდექსში მთავრობას ცვლილებები შეაქვს, რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მეტ ფინანსურ რესურსს დაუტოვებს. კერძოდ, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი მათსავე ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზაციისა თუ გაიჯარების შედეგად ეტაპობრივად გაიზრდება. რა ფინანსური რესურსი დარჩებათ მუნიციპალიტეტებს და რა მიზნით მიიმართება აკუმულირებული თანხები?