30.აპრილი .2021 09:49

მწარმოებლები - “გვიკვირს, თუმცა პასკაზე და კვერცხზე მოთხოვნა დიდია.”

396
უკან

“გვიკვირს, თუმცა პასკაზე და კვერცხზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია.” - ასეთია მწარმოებლების შეფასება ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე - არის თუ არა წინასააღდგომოდ პროდუქციაზე მოთხოვნა მიმდინარე წელს? კომპანიების მენეჯმენტში გაკვირვებას პანდემიური წელი და მასთან დაკავშირებული სირთულეები იწვევს, ამას კი არგუმენტის გასამყარებლად ეროვნული ვალუტის არასტაბილურობას და მომხმარებლების მსყიდველუნარიანობის შემცირებასაც ამატებენ.