09.ივლისი .2020 18:40

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება

225
უკან

თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ცენტრალური მთავრობა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშრებულ კანონქვემდებარე აქტებს უახლოეს მომავალში დაამტკიცებს იმ რედაქციით, რომელიც მოდიფიცირებულია თავად მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის ექსპერტების მიერ. თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, რომ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშრებით დიდი ხანია მიმდინარეობს და ისინი გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ჩართული იყვნენ კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში, რომლებმაც უნდა დაადგინოს, რეალურად რა ვალდებულებები აქვთ ნარჩენების მართვის ახალი პოლიტიკით მუნიციპალიტეტებს და ბიზნესებს. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ბიზნესს ავალებს, საკუთარ წარმოქმნილ სპეციფიკურ ნარჩენეზე თავად იზრუნოს, შეაგროვოს ისინი და გადაამუშაოს. თუმცა, რეფორმა, რომ განხორციელდეს კანონქვემდებარე აქტების მიღებაა საჭირო, რომელიც ამ დრომდე შესაფუთ მასალებთან და მეორად ავტომობილებთან დაკავშრებით მიღებული არ არის. სამინისტრო და ბიზნესი მიზეზად სწორედ თბილისის მერიასთან შეუთანხმებლობას ასახელებენ.