11.ოქტომბერი .2020 12:13

#მხოლოდქართული - ბულანჟერია "აუგუსტი"

258
უკან

1839 წელს პარიზული პრესა „ავსტრიულ საცხობზე“ და იქ გამომცხვარ ხრაშუნა ფუნთუშებზე ალაპარაკდა. როშელიეს ქუჩაზე, 92 ნომერში მდებარე საცხობი ავსტრიელ არტილერისტს აუგუსტ ცანგს ეკუთვნოდა. ლეგენდა ბევრი არსებობს , თუმცა ისტორიულად დადასტურებული ფაქტები პირველი კრუასანის შესახებ სწორედ მის სახელს უკავშირდება. აუგუსტმა უდიდესი კვალი დატოვა ცხობის კულტურაში. ამ ლეგენდამ შთააგონა „მხოლოდ ქართულის“ რუბრიკის შემდეგ გმირებს თინეიჯერობის იდეა ბიზნესად ექციათ და დებმა მორჩილაძეებმა 2019 წლის მაისში პირველი ბულანჟერეა სახელწოდებით „აუგუსტი“ , წერეთლის გამზირზე გახსნეს. რამდენიმე თვეში ხილის დამუშავებაც დაიწყეს და მომხმარებლებს იტალიელი ტექნოლოგების მიერ ქართულ ხილზე მორგებული რეცეპტით დამზადებულ 10-მდე სახეობის ჯემს , შოკოლადებს და სულ მალე მალე წვენებსაც შესთავაზებენ.

ქეთი მორჩილაძე - "აუგუსტი-ს თანადამფუძნებელი;
ქრისტინე მორჩილაძე - "აუგუსტი"-ს თანადამფუძნებელი;

#Forbesკვირა