მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული - გემოვანი “მზეთამზე”

BM.GE
18.07.22 01:58
423
კომპანია მზეთამზეზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც 2015 წლიდან ქართული ხორბლით, თანაც ისეთი იშვიათი ენდემური ჯიშებით როგორიც არის ლომთაგორა, წითელი დოლი, პურს აწარმოებს. მზეთამზეს პურს გარდა ქართული ხორბლისა, გამოარჩევს სრული ტექნოლოგია - ანუ როგორც კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, პურის დედის ტექნოლგია, რომელშიც პურის ცოცხალი საფუარით მომზადება მოიაზარება. საინტერსოა ისიც რომ კომპანიამ სულ ახლახანს ადგილზე ქვის წისქვილიც მოაწყო, სადაც ხორბლისგან ძველი ტექნოლოგიით ცეხვილ ფქვილს ღებულობენ. ამ წისქვუილში დღეში 12 ტონა ხორბლის გადამუშავებაა შესაძლებელი, საწარმოში კი დღეში 25 000 პურის ცხობა. გეტყვით იმასაც რომ მზეთამზე კომპანიის პირველი პროექტია და მთავარი ამბები ბრენდი გემოვანის ქვეშ მოხდება. ანუ გემოვანი იქნება ბრენდი, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ მზეთამზეს გარდა სხვა სავაჭრო ნიშნებსაც გააერთიანებს და ქართულ ბაზარს ჯანსაღ სურსათს მიაწოდებს.