მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული - ქართული "ბაზალტ ფაიბერსი"

BM.GE
07.06.20 13:57
2155
1962 წელს „საქართველოს საშენ მასალათა ინსტიტუტმა“ დადო რამდენიმე ანგარიში იმის შესახებ, რომ საქართველოში 2-3 ბაზალტის კარიერიდან შესაძლებელი იყო ტექსტილური ბოჭკოს სტაბილურად კომერციული სახით მიღება. შემდეგ მოხდა ისე, რომ საბჭოთა კავშირმა ეს საქმე სამრეწველო საქმიანობისთვის უკრაინაში გადაიტანა და 1985 წელს უკრაინაში პირველი სამრეწველო ღუმელიც ამუშავდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოთხმა სამრეწველო ჯგუფმა ამ ტექნოლოგიის უკან, საქართველოში დაბრუნება სცადა, მათ შორის იყო ჯგუფი რომელსაც გიორგი გოგოლაძე ხელმძღვანელობდა და უკვე 1989 წელს ბაზალტის ტექსტილური ბოჭკოს ტექნოლოგიის უკან, სამშობლოში დაბრუნების პროცესიც იწყება. პროცესი გართულდა, ომების პერიოდი დაემთხვა, ამას ენერგეტიკული სირთულეებიც დაემატა. გიორგი გოგოლაძეს საწარმოს ტექნოლოგიური მიგნებებისა და გადაწყვეტილებების საფუძველზე, პრაქტიკულად ნოლიდან მოუწია ბაზალტის ძაფის პირველადი წარმოების დაწყება და მხოლოდ 1998 წელს მოხერხდა პირველი ღუმელის ამოქმედება რუსთავში და უკვე ამავე წლის ოქტომბერში პირველი ძაფიც მიიღეს. აქედან იწყება კომპანია „ბაზალტ ფაიბერსის“ განვითარების ისტორიაც.

ამჟამად კომპანია ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით ბაზალტის ქვისგან მიღებული უწყვეტი ბოჭკოს ბაზაზე აწარმოებს 8 სახეობის სხვადასხვა მაღალი ხარისხის პროდუქტს, დაჭრილი ბოჩკო, ქეჩა, გეოგრიდი, არმატურა და ა.შ. „ბაზალტ ფაიბერსი“ საბჭოთა სივრციდან პირველი ჯგუფია, რომელმაც თავისი ტექნოლოგია გადაიტანა ევროპაში, კერძოდ გერმანიაში და 2008 წლიდან წარმატებითაც ამუშავებს. „ბაზალტ ფაიბერსის“ არმატურა უკვე გაიგზავნა სამხრეთ აფრიკაში, უახლოეს მომავალში ხელშეკრულება გაფორმდება ხორვატიასთანაც.

პაატა გოგოლაძე - "ბაზალტ ფაიბერსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე