მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული - ქართული ყავა ყაზახეთსა და ირანში

BM.GE
07.11.19 23:52
843
ყავის მწარმოებელი კომპანია "ჩერი" პროდუქციის ექსპორტს აზერბაიჯანში უკვე რეგულარულად ახორციელებს, საექსპორტო ქვეყნების ნუსხაში მოხვდნენ თურქმენეთი, რუსეთი და სომხეთიც, თუმცა კომპანია ამაზე გაჩერებას არ აპირებს და უახლოეს მომავალში ჩამონათვალს ყაზახეთი და შესაძლოა, ირანიც დაემატოს. კომპანიამ ოპერირება 6 წლის წინ, 2 სახეობის ყავის წარმოებით დაიწყო, დღეს კი 40ზე მეტი სახეობის პროდუქტს გვთავაზობს.