მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული - "Anano Handmade"

BM.GE
04.04.21 12:13
675
ანანო გელოვანს ეს საქმე ბავშვობიდან იზიდავდა, თუმცა როგორც 90-იანებში იყო პოპულარული, ოჯახის რჩევით სამედიცინოზე ჩააბარა. სწავლა დიდხანს არ გაუგრძელებია, ერთი წლის მერე პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა, რადგან ბავშვობიდან მისი ინტერესის სფეროს დიზაინერობა წარმოადგენდა. გადაწყვეტილებამ გაამართლა. 4 წლის წინ 10 ათასი დოლარით დაწყებული ბიზნესი იმდენად პოპულარული გახდა, რომ „Anano Handmade”-ის პროდუქციას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იცნობენ. ბრენდის ყველა პროდუქციის ქსოვილი ხელით იქმნება და ფასდება კიდეც. „Anano Handmade“- ს გეგმებიც დიდი აქვს და როგორც კი პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები შემსუბუქდება, პროდუქციის ჩვენება საფრანგეთსა და უკრაინაში იგეგმება.

ანანო გელოვანი - "Anano handmade",დამფუძნებელი