მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული - "უმალი" გორიდან

BM.GE
10.05.20 15:08
1590
მიუხედავად ქვეყანაში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვებისა, კომპანიამ „უმალი“ არათუ შეწყვიტა, უფრო აქტიურადაც განაგრძობს მუშაობას და მეტიც, 2020 წლის ბოლოსთვის კომპანია პროდუქციის ექსპორტს ისრაელში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გეგმავს. „უმალი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მისი წილი საქართველოში არსებულ თევზის წარმოებაში 70%-ია, ქართველ მომხმარებლებს კი 55 სახეობის თევზის პროდუქციას სთავაზობს. „უმალის“ საწარმოს გორში BMG-ის გადამღები ჯგუფი სტუმრობდა.

დიმიტრი წვერავა - კომპანია "უმალი"-ს აღმასრულებელი დირექტორი