მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული: "ბებოს ჩირი" დუშეთიდან

BM.GE
12.12.22 00:23
286
სამი წლის წინ დუშეთში ჩირეულის წარმოება “ბებოს ჩირი“ ამოქმედდა. სახელი სხვა სენტიმენტებთან ერთად იმ ტრადიციულ ჩირის გემოებს დაუკავშირეს, რასაც ბებოები ამზადებენ ხოლმე. სხვადასხვა სახეობის ჩირეულთან ერთად დუშეთში სხვა ჯანსაღი პროდუქტიც მზადდება და თბილისში, საბურთალოზე, წარმოების ბრენდულ მაღაზიაში იყიდება. ,,ბებოს ჩირის“ ყველა პროდუქტი ადგილობრივი ნედლეულით მზადდება. მცირე წარმოებას უამრავი გეგმა აქვს, მათ შორის ასორტიმენტის გაზრდაც, თუმცა ბებოს ჩირის მთავარი მიზანი იმპორტირებული ჩირეულის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებაა.


ქეთევან ჯინიაშვილი - „ბებოს ჩირი“, დამფუძნებელი.