მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული:GM Pharma - უმსხვილესი ფარმა საწარმო რეგიონში

BM.GE
11.10.21 04:29
412
პირველი ფარმაცევტული საწარმოს შექმნის იდეა 90-იან წლებში გაჩნდა და უკვე 2000 წელს იდეა ხელშესახებ რეალობად იქცა და ამავე წლის თებერვალში პირველი მედიკამენტიც გამოუშვეს ქართულ ბაზარზე. საუბარია კომპანია GM Pharma-ზე, რომელიც ყველაზე დიდი ფარმაცევტული საწარმოა სამხრეთ კავკასიაში და ოფიციალური წარმომადგენლობები აქვს დსთ-ს 5 ქვეყანაში: უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, სომხეთი, მოლდოვა. ამ წლის ბოლოსთვის კი ბელორუსშიც გაიხსნება წარმომადგენლობა. თუმცა GM Pharma მხოლოდ ამ ქვეყნებით არ შემოიფარგლბე, მას მომავალი წლისთვის კიდევ რამდენიმე ქვეყანა აქვს მონიშნული. ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს, GM Pharma-ს შექმნისა და მიღწევების შესახებ.