მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზადაა თუ არა #ფარმასექტორი GMP/GDP სტანდარტზე გადასასვლელად?

BM.GE
04.05.22 16:56
623
მიმდინარე წლიდან ფარმაცევტული საწარმოები ვალდებულნი არიან მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის ურუნველყოფის მიზნით GMP და GDP სტანდარტი დანერგონ. აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო გადაწყვეტილებით, კერძო სექტორს დამატებითი საშეღავათო დრო აღარ ექნება. ფარმაცევტულმა საწარმოებმა და დისტრიბუტორებმა ხარისხის სტანდარტზე გადასვლა ეტაპობრივად, 2022 წლის იმ კონკრეტულ თვემდე უნდა შეძლონ, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული. თუმცა, დამატებითი შეღავათი არის განსაზღვრული იმ მწარმოებლებისთვის, რომლებსაც წარმოების ნებართვის ვადა ივნისის თვემდე აქვთ მიღებული. მათ ხარისხის სერტიფიკატი 30 ივნისამდე უნდა მოიპოვონ. ახალ სტანდარტებთან დაკავშირებით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები კომპანიებს ხვდებიან.

რამდენად მზად არის სექტორი ახალ სტანდარტებზე გადასაწყობად და რაში ეხმარება სამინისტრო ბიზნესს?

სტუმარი: ნანა შაშიაშვილი - ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების სამმართველოს უფროსი;