მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზადება აქტიური ტურისტული სეზონისთვის - რა მოლოდინებია ბაზარზე?

BM.GE
10.05.22 17:05
402
2022 წლის პირველ 4 თვეში, საქართველოს 0.6 მილიონი ტურისტი ეწვია და ჩვენი შეფასებით ტურიზმის შემოსავლებმა 616.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - აცხადებს Galt & Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე. მისი თქმით, 2022 წლის მარტში საქართველოში ჩამოსულმა რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეებმა 48 მილიონი დოლარი დახარჯეს. როგორც ლაშა ქავთარაძე აღნიშნავს, ამ ხარჯების გათვალისწინებით, მარტის განმავლობაში საქართველომ ტურიზმიდან და გრძელვადიანი ვიზიტორებიდან 170 მილიონ დოლარამდე შემოსავალი მიიღო. Galt & Taggart- ასევე ვარაუდობს, რომ კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების სრულად მოხსნა, ხელს შეუწყობს რესტორნების კაფეების და ზოგადად, სტუმარ-მასპინძლობის სფეროს ზრდას, რომელიც მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული რეგულაციებით“. რა გამოწვევები და მოლოდინები აქვს ტურიზმის სექტორს მიმდინარე წელს?

სტუმარი: შალვა ალავერდაშვილი - სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი