მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზესუმზირის ზეთი 62%-ით გაძვირდა

BM.GE
11.04.21 11:35
1191
მზესუმზირის ზეთის ფასი 2008 წლის შემდგომ ისტორიულ მაქსიმუმზეა. ფასების ზრდა 2020 წლის სექტემბერიდან დაიწყო, რაც ამ პროდუქტის უმსხვილეს მწარმოებელ რეგიონში – რუსეთსა და უკრაინაში მზესუმზირის დაბალმა მოსავლიანობამ გამოიწვია. რაც შეეხება საქართველოს, ლიტრი მზესუმზირის ზეთის საფასური 2021 წლის მარტის მდგომარეობით წლიურად 62%-ით არის გაზრდილი. ადგილობრივ ბაზარზე ზეთის ფასის ზრდაზე მსოფლიო ფასებთან ერთად, ლარის გაუფასურებაც მოქმედებს. როგორია ადგილობრივი იმპორტიორების პასუხი გაძვირებულ პროდუქციაზე და იგეგმება თუ არა მომავალში ზეთზე ფასების კიდევ ზრდა?

თამარ ამისულაშვილი - “ვესტ ინვესტი” მარკეტინგის მენეჯერი
დიმიტრი რამიშვილი - “მზიური” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
სანდრო კახიძე - “ჯიბე” კომერციული დირექტორი