მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარჩენების მართვა - ხდება თუ არა თბილისის მუნიციპალიტეტი ბიზნესის კონკურენტი?

BM.GE
29.01.20 19:18
774
თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგვის ურნებს ამონტაჟებს. საპილოტე პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტს 6.5 მილიონი ლარი უჯდება. აკეთებს თუ არა მერია ბიზნესის გასაკეთებელ საქმეს და ხომ არ იხარჯება ფული ბიუჯეტიდან ორმაგად? საქმე ისაა, რომ განცალკევებულად ნარჩენების შეგროვების ვალდებულება მალე ბიზნესსაც ექნება და სპეციალურ ორგანიზაციებს მოუწევთ ამაზე ზრუნვა, მათ შორის ნარჩენების შეგროვება, რასაც მათი მხრიდან დამატებითი თანხები სჭირდება, ეს თანხა კი ბიზნესმა გაძვირებული პროდუქციიდან უნდა ამოიღოს. მოუწევს თუ არა მოსახლეობას ნარჩენების მართვისთვის ორმაგად გადახდა, როგორია შვედეთის გამოცდილება და რას ამბობენ სპეციალისტები?