მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარინჯისფერი რთველი - რა გამოწვევები აქვთ ექსპორტიორებს?

BM.GE
12.10.22 12:34
248
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემით ვაგრძელებთ გადაცემას. გასული წელს საქართველომ მანდარინის ექსპორტიდან 18,7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან 38 ათას ტონაზე მეტი მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. 

ტრადიციულად მთავარი გასაღების ბაზარი ქართული ციტრუსისთვის რუსეთის ფედერაცია იყო, სადაც 26 133 ტონა მანდარინი გავიდა ექსპორტზე. 

დასავლეთ საქართველოში უკვე ემზადებიან ნარინჯისფერი რთვლის ახალი სეზონისთვის. როგორც ვაშლის და ყურძნის შემთხვევაში მოხდა, არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელსაც მოახდენს. უწყების პრესსამსახურმა დაგვიდასტურა, რომ სუბსიდია წელსაც იქნება, თუმცა რა მოცულობის თანხებს დახარჯავს სამინისტრო ეს სავარაუდოდ თვის ბოლოს გასაჯაროვდება. 


როგორი იქნება წელს სეზონი, საფასო პოლიტიკა და რამდენად მოახდენს ექსპორტიორი კომპანიები ბაზრების დივერსიფიცირებას, მაშინ როცა ორი მთავარი სავაჭრო პარტნიორი საომარ მოქმედებებშია ჩართული.

სტუმარი: კახა შავაძე - „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი;