მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნებართვა და მოსაკრებელი თევზის მოშენებისთვის - რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი?

BM.GE
14.02.20 18:41
742
პარლამენტმა „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დაიწყო. „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ შემუშავებული დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ის არის, რომ თევზის მოშენების, ანუ აკვაკულტურის სფეროში საქმიანობისთვის სპეციალური ნებართვის აღების ვალდებულება შემოდის. აკვაკულტურის სფეროში რეგულირების ახალი მექანიზმების ამოქმედების გამო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხარჯები გაიზრდება.