მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნენსკრა ჰესი" – ერთ–ერთი მსხვილი საფუძველია ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის

BM.GE
23.10.19 18:16
1275
„ნენსკრა ჰესი“ – ერთ–ერთი მსხვილი საფუძველია ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის. იქაც მშვიდად მიმდინარეობს პროცესები-ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა. მისი თქმით, ჭუბერში სამუშაოები გრძელდება დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით. ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკა კვლავ ერთ–ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო დარგად რჩება. შეგახსენებთ, რომ "ნენსკრა ჰესის" პროექტი სვანეთში, ჭუბერში ხორციელდება. მისი დადგმული სიმძლავრე 280 მგვტ–ია, საინვესტიციო ღირებულება კი – $1 მილიარდი. "ნამახვანი ჰესების კასკადი" კი, ცაგერის მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს. პროექტის დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ–ია, ინვესტიცია კი – $750 მილიონი.