მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში ამჟამად ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს პროექტის განმახორციელებელი კომპანიის „ნენსკრა ჰიდროს“ სუბკონტრაქტორი, „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს. ჭუბერში სამუშაოები ერთდროულად ისეთ ობიექტებზე მიმდინარეობს, როგორებიცაა: ექვსი 100 ტ გამტაუნარიანობის მქონდე ხიდი; გზის გაფართოვება და ქვანაყარის მოწყობა; მილხიდისთვის ფუნდამენტის მომზადება; ექსკავაცია ე.წ. „ოპერატორების სოფლის“ საცხოვრებელი კორპუსების ფუნდამენტისთვის. ამჟამად სამუშოებზე 130-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. საქმიანობა ბურნებრივია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.