მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნენსკრა ჰიდრო" მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

BM.GE
20.03.20 00:43
576
„ნენსკრა ჰიდრო“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. კერძოდ, კომპანიამ აკრძალა თანამშრომლების მივლენა რისკ-ჯგუფის ქვეყნებში, გააუქმა შეხვედრები სამუშაო გარემოში, მოუწოდა თანამშრომლებს თვითიზოლაციის წესების დაცვისკენ და საჯარო თავშეყრის ადგილებში მოძრაობისგან თავის შეკავებისკენ, უზრუნველყო სამუშაო გარემოში სისტემატური სადეზინფექციო ღონისძიებების გატარება, აღჭურვა ოფისი შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით და თანამშრომლებს დამცავი ნიღბები დაურიგა. "საჭიროების შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას იმისათვის, რომ დაიცვას ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებული რისკისაგან”- აცხადებენ კომპანიაში