მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნენსკრა ჰიდრო"-ს ანაზღაურებადი სტაჟირება

BM.GE
05.11.19 10:01
813
ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერისა და ნაკრას ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ახალგაზრდებს პროფესიული განვითარებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შესთავაზებს. სტაჟირების პროგრამა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობისა და „თემის საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში ნოემბერში დაიწყება. დაინტერესებულ ახალგაზრდებს კონკურსის გავლის შემდეგ სტაჟირება ჩაუტარდებათ საპროექტო კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტში, კერძოდ, სოციალური საკითხების, გარემოსდაცვითი, შრომის უსაფრთხოების, ადამიანური რესურსების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ტექნიკური მიმართულებით