მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნენსკრა ჰიდროს"პროექტი - ანაზღაურებადი სტაჟირება ჭუბერისა და ნაკრას მაცხოვრებლებისთვის

BM.GE
04.11.19 18:27
882
ანაზღაურებადი სტაჟირება ჭუბერისა და ნაკრას მაცხოვრებლებისთვის – ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთის ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ახალგაზრდებს პროფესიული განვითარებისთვის სტაჟირებას შესთავაზებს. როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, სტაჟირების პროგრამა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობისა და „თემის საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში ნოემბერში დაიწყება. დაინტერესებულ ახალგაზრდებს კონკურსის გავლის შემდეგ სტაჟირება კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტში ჩაუტარდებათ, კერძოდ, სოციალური საკითხების, გარემოსდაცვითი, შრომის უსაფრთხოების, ადამიანური რესურსების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ტექნიკური მიმართულებით.