მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

BM.GE
29.03.23 11:30
380
სემეკის ინფორმაციით, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. ამ ეტაპზე სისტემაში ჩართულია 760 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრეა 39 მეგავატი. 

“თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 223 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 537 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 537 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. ნეტო აღრიცხვა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რევერსულად) აღრიცხვის პროცესია.

სტუმარი: ნუგზარ ბერიძე - სემეკ-ის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი/ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი