21.ოქტომბერი .2019 09:42

“Networking Georgia” ბენე ექსკლუზივისგან

200
უკან

2-3 ნოემბერს, ყველაზე მასშტაბური ნეთვორქინგ ღონისძიება ბრუნდება. Networking Georgia Bene Exclusive-ის ორგანიზებით კახეთში, „ამბასადორი კაჭრეთში“ გაიმართება. პროექტმა საკმაოდ წარმოატებული სტარტი აიღო გასულ წელს და დაბამიც მისცა მის ერთგვარ ტრადიციად გადაქცევას. ეს პლატფორმა, ერთგვარად არაფორმალურ გარემოში საინტერესო სპიკერების, ახალი ბიზნესკონტაქტების და ბიზნესიდეების შესაძლო განცორციელების საქმიანი გარემოც არის. ბენე ექსკლუზივის ამოქოქილი ეს ღონისძიება ქართულ ბაზარზე არსებულ ადგილობრივ თუ უცხოურ, მსხვილ და საშუალო ბიზნესის 550-მდე წარმომადგენელს გააერთიანებს.წესით, და რიგით კვლავ საინტერესო გამოდის, იმის გათვალისწინებთ რომ ყველა დასასწრები ბილეთი გაყიდულია, რაზეც ბენე ჯგუფის მმართველი პარტნიორი გიორგი გოლიძე იუწყება.