05.დეკემბერი .2022 19:18

NG GEORGIA - თარგმანი ყველა ენაზე

268
უკან

საქართველოში შესაძლებელია სათარჯინო მომსახურების მიღება ისეთ შემთხვევაშიც, როცა შესაბამისი ენის სპეციალისტი ქვეყანაში არ არსებობს. სათარჯიმნო კომპანია NG GEORGIA უკვე 7 წელია ბაზარზე ოპერირებს და მსურველებს არაერთ მომსახურებას სთავაზობს:

- სინქრონული თარგმანი;
- თანმიმდევრული თარგმანი;
- წერილობითი თარგმნა
- ჩურჩულით თარგმნა;
- აპარატურით მომსახურება
- ტრანსპორტით მომსახურება;


როგორც კომპანიის დამფუძნებლები, bm.ge-სთან აცხადებენ, კომპანიას საკმაოდ ბევრი თარჯიმანი ჰყავს დასაქმებული, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, არის ენები, რომლის თარჯიმანიც საქართველოში არ არის და ამერიკის ოფისიდან ხდება ზუმით აღნიშნული მომსახურების გაწევა. კომპანია თანამშრომლობს სამინისტროებთან, საელჩოებთან, ტელევიზიებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორც საქართველოში, ისე საზღვარგაღეთ - ამბობენ კომპანიის მენეჯმენტში.