მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში ორნიშნა ინფლაცია შენარჩუნდა - რა გაძვირდა ყველაზე მეტად?

BM.GE
02.12.22 14:45
233
ქვეყანაში კვლავ ორნიშნა ინფლაციაა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა. ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის 16.8%-იანმა გაძვირებამ მოახდინა. გარდა სურსათისა, ფასები გაზრდილია სხვა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფებზეც. რა გაძვირდა ყველაზე მეტად და ბოლო თვეების განმავლობაში რა მიმართულებით იცვლება ფასი სამომხმარებლო პროდუქტებზე?