მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნუშის მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა აქვთ

BM.GE
18.01.23 12:02
257
ნუშის ქართველი მწარმოებლები გასაღების ბაზრებს ეძებენ. ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, საექსპორტო ბაზრებზე წლევანდელი მოსავლის რეალიზაცია თითქმის არ განხორციელებულა. ქართული ნუშისთვის პერსპექტიული ბაზრები ევროპა და გალფის ქვეყნებია, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ექსპორტი ფერხდება ჭარბი მოსავალი და საერთაშორისო ბაზარზე ნუშზე არსებული დაბალი ფასია. ასოციაციის ცნობით, ფერმერებმა წელს დაახლოებით 600 ათასი ტონა ნუშის და ამდენივე მოცულობის კაკლის მოსავალი მიიღეს, თუმცა კაკლისგან განსხვავებით რეალიზაციის პრობლემა მხოლოდ ნუშის შემთხვევაში შეიქმნა. რა აფერხებს პროდუქტის რეალიზაციას, რამდენად კონკურენტუნარიანია ფასით და ხარისხით ქართული პროდუქტი და ზოგადად რა გამოწვევები აქვთ ნუშის და კაკლის ქართველ მწარმოებლებს?

სტუმარი: ლერი ტაბატაძე - ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი