მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ობიექტები, სადაც თქვენს კოვიდ-სტატუსს შეამოწმებენ

BM.GE
14.09.21 18:30
489
მწვანე ზონები საქართველოში - ჯანდაცვის სამინისტრომ ბიზნესს ახალი შეთავაზება წარუდგინა. Covidpass.moh.gov.ge ასე ქვია პორტალს, რომლის მეშვეობითაც ბიზნესოპერატორები იხელმძღვანელებენ და მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსს შეამოწმებენ. ამ ვებპორტალით და შემდგომში უკვე აპლიკაციით, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს ე.წ მწვანე ზონები შესაძლოა გაჩნდეს, როგორც რესტორნებში, ისე სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა ობიექტებში. პირველი სექტორი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრომ ინიციატივა წარდუგინა, სარესტორნო ბიზნესია. რას გულისხმობს შეთავაზება და იმ შემთხვევაში თუ კერძო სექტორი მწავე ზონებს დანერგავს რა შეღავათებს მიიღებს მთავრობისგან?