მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის მე-13 დღე - ლარი 40 თეთრითაა გაუფასურებელი

BM.GE
08.03.22 18:27
737
როცა გვიჭირს, მაშინ უნდა “შევჭამოთ” რეზერვები - ასე ეხმუარება ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ლარი კურსის მკვეთრ გაუფასურებას. პაპაშვილი ეროვნულ ბანკს მიმართავს და ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის, მას სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების განხორციელებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ფართო საზოგადოებისთვის უფრო მარტივ ენაზეც შეუძლია ამაზე საუბარი და ის ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებს ზამთრისთვის მომზადებულ მურაბას ადარებს. “უნდა ვუშველოთ ეროვნულ ბანკს, რომ გავაგებინოთ ქვეყნის მცხოვრებლებმა, რომ თავისი არ არის ეს რეზერვები. ეს არის აბსოლუტურად ჩვენი თითოეული მოქალაქის დანაზოგი, სებ-ს ჰგონია, რეზერვი ჩემიაო და თავისი არ არის, ჩემია, თქვენია და როცა გვიჭირს უნდა "შევჭამოთ" ეს რეზერვი.”- აცხადებს პაპაშვილი. საქართველოს ეროვნულ ბანკს 2022 წელს ჯერ სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია. 2021-ში კი სებ-მა 9 ინტერვენციით 332.9 მილიონი დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $4,078,074,900-ს შეადგენს.