მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OneSoft-ის სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია

BM.GE
12.06.20 10:17
1789
ERP სისტემების პროვაიდერი კომპანია OneSoft-ის მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გათვალისწინებული დაფინანსების პროექტის პირველი ეტაპისთვის, უკვე შეირჩა ხუთი კომპანია, რომლებმაც თანამედროვე პროგრამის გამოყენება მენეჯერული და ბუღალტრული აღრიცხვისთვის დაიწყეს . დაფინასნებული ორგანიზაციების საქმიანობა მოიცავს როგორც წარმოებისა და ვაჭრობის მიმართულებას, აგრეთვე საკონსულტაციო სფეროსაც.

შერჩეულ კომპანიებს უკვე გადაეცათ პროგრამული ლიცენზიები, ასევე გაიარეს სისტემის შემსწავლელი სრული ტრენინგ-კურსი. OneSoft-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი კვლავ აქტუალურია და მასში ჩართვა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სურს მიიღოს დაფინანსება პროგრამული უზრუნველყოფისათვის. დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ OneSoft-ის ფეისბუქ გვერდს.