მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიცია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას იწუნებს და ბიუჯეტის პროექტს ითხოვს

BM.GE
21.05.20 18:51
845
საგადასახადო შეღავათებისთვის მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ფონზე ჩაიარა. საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილი იქნება ბიუჯეტში არ შეიტანოს დასაქმებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის ჯამური ოდენობა 1500 ლარს არ აღემატება.