მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს ფასი იზრდება - გავლენა ქართულ ბაზარზე

BM.GE
08.05.23 13:24
374
აშშ-ში რეგიონული საბანკო კრიზისისა და ჩინეთში მოთხოვნის ზრდის ფონზე ოქროს ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმთან ახლოსაა. მსოფლიო ოქროს საბჭოს თანახმად, სამი თვის წინ ჩინეთში ნულოვანი კოვიდის პოლიტიკის გაუქმებისა და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოსახლეობა სულ უფრო მეტ ოქროს სამკაულებსა და ნაკეთობებს ყიდულობს. შეერთებულ შტატებში სამი რეგიონული ბანკის კოლაფსმა კი ინვესტორების ყურადღება კვლავ ძვირფასი ლითონისკენ მიმართა, რამეთუ ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში ის სანდო აქტივად მიიჩნევა. ოქროს ღირებულება გასული წლის ნოემბრიდან იზრდება, რასაც შარშან ცენტრალური ბანკების მიერ რეკორდული 1,087 ტონა შესყიდვები დაედო საფუძვლად. ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო 20 აპრილის მდგომარებით, როცა 1 კვირიან ჭრილში ფასი 4%-ით გაიზარდა და 2,060 დოლარს მიაღწია. 5 მაისის, ანუ პარასკევის მონაცემებით კი ღირებულება 2 039$ იყო. 

არადასავლურმა ინსტიტუტებმა ყვითელი ლითონი აშშ დოლარზე მათი დამოკიდებულების დასაბალანსებლად მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.მსოფლიო ოქროს საბჭოს კვარტალური მოხსენების თანახმად, ცენტრალური ბანკების მიერ შესყიდვები წელსაც გაგრძელდა და პირველ კვარტალში რეკორდული 228 ტონა შეადგინა. ანალიტიკოსების აზრით, სამომავლოდ ოქროს ფასის ზრდა/კლებას აშშ-ს საბანკო კრიზისი, ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდა/შემცირება და დოლარის კურსი განაპირობებს. 

რა ღირს ოქრო საქართველოში და აისახა თუ არა გლობალურად გაზრდილი ფასები ადგილობრივ ბაზარზე?

სტუმარი: თორნიკე სამხარაძე - „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი