მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოსკაროსან მსახიობ, კევინ სპეისის $31 მლნ-ის გადახდა დაავალეს

BM.GE
26.11.21 09:22
328
აშშ-ს სასამართლომ, ოსკაროსან მსახიობ კევინ სპეისის, თითქმის $31 მილიონის (€27.5 მილიონი) გადახდა დაავალა, სერიალ „ბანქოს სახლი“-ს პროდიუსერების სასარგებლოდ, იმ ფინანსური ზარალისთვის, რომელიც მათ მიიღეს, სერიალიდან სპეისის გაგდების გამო, მისი სექსუალურ ძალადობაში ბრალდების შემდეგ.

აღნიშნული ინფორმაცია სასამართლო დოკუმენტებიდან გახდა ცნობილი. სასამართლო დავის დროს, რომელიც სამ წელზე მეტხანს გრძელდებოდა, სპეისის ადვოკატები იმის დამტკიცებას ცდილობდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის ქცევამ მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა სერიალის ფინანსურ ზარალზე.

MRC-ი, Netflix-ის ცნობილი პოლიტიკური დრამის უკან მდგომი კომპანია აცხადებს, რომ გამოძიებამ დაამტკიცა, რომ სპეისიმ სერიალის გადაღების პროცესში „დაარღვია“ სექსუალური შევიწროვების პოლიტიკა, წერს Deutsche Welle.ლოს-ანჯელესის სასამართლოს 19 ოქტომბრის განჩინების თანახმად, სპეისიმ ხუთ-სეზონიანი შოუს პერიოდში არ შეასრულა კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები.

62 წლის ოსკაროსანი მსახიობის ზენიტში მყოფი კარიერა, 2017 წელს მოულოდნელად ფსკერისკენ დაეშვა, მას შემდეგ რაც იგი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს. მსახიობი მოიხსნა სხვადასხვა, უკვე შეთანხმებული როლებიდან, მათ შორის, „ბანქოს სახლი“-ს მე-6 სეზონიდანაც.