მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიამ საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 16%-ით გაზარდა - სოსო ბერიკაშვილი ანალიტიკაში

BM.GE
04.12.20 18:21
714
საქართველოში საარსებო შემწეობას მთლიანი მოსახლეობის 13,7% იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მე-7 ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულია.

დღეს კი რიცხვებში დავინახეთ, რომ უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების რიცხვი 16%-ით გაიზარდა და და ოქტომბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობას უკვე 510 ათას 343-ი ადამიანი იღებს. ნოემბრის მონაცემები ჯერ ხელმისაწვდომი არაა.

2020 წლის თებერვალში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზნობრივი სოციალური პროგრამების ბაზაში რეგისტრირებული იყო 921 ათას 430-ი ადამიანი, ოქტომბერში კი ამ მაჩვენებელმა 993 ათას 935-ს მიაღწია.

სტუმარი: სოსო ბერიკაშვილი - ეკონომისტი