25.თებერვალი .2020 18:41

პარლამენტი ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონპროექტის განხილვას უბრუნდება

148
უკან

პარლამენტი მიმდინარე კვირიდან ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ კანონპროექტის განხილვას გეგმავს. პირველი მოსმენა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზეა ჩანიშნული. კანონპროექტის ავტორია ეკონომიკის სამინისტრო. როგორც იცით, ამ უწყებამ ანტიდეპინგური ღონისძიებების კანონმდებლობის დასანერგად პარლამენტს გასულ წლებშიც მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. იქნება თუ არა ეს საგაზაფხულო სესია გამონაკლისი, ეს იმაზეც არის დამოკიდებული, თავად სახელმწიფო რამდენად მზადაა მსგავსი კანონის აღსრულებისთვის.