მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის როლი ევროკავშირში ექსპორტის ზრდაში

BM.GE
02.03.21 11:52
530
ჯერ კიდევ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის სტატუსით გასულ კვირაში ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში თქვა, რომ "მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სტანდარტებით და რეგულაციებით ევროკავშირში არავინ მიგვიღებს". მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ საუბრისას და ის ნაბიჯები დაასახელა, რაც მისი თქმით, ქვეყნის გაცხადებული მიზნის შესასრულებლად უნდა გადაიდგას. გეგმას და ხედვას უკვე პრემიერი ღარიბაშვილისას თვალყურს აუცილებლად მივადევნებთ თუმცა დღეს ევროკავშირში ექსპორტის გაზრდის საკითხში საქართველოს პარლამენტის როლზე უნდა ვისაუბროთ.

წლების ტენდენციას თუ შევხედავთ, მას შემდეგ რაც საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა ზრდა ამ 6 წელში ექსპორტისა მნიშვნელოვანი არ ყოფილა და მაგალითად იანვარში მთლიანი ექსოპრტის მხოლოდ მეხუთედი მოდიოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, მაშნ როცა დსთ-ს ქვეყნების წილი 41 იანია. რა როლი აქვს საქართველოს პარლამენტს ეკონომიკის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე?

სტუმარი: ეკატერინე ციმაკურიძე - "დემოკრატიის ინდექსი საქართველო", ხელმძღვანელი