26.მაისი .2020 11:12

პარლამენტის საშემოდგომო სესიის მონიტორინგის ანგარიში

242
უკან

“დემოკრატიის ინდექსი - საქართველო” დააკვირდა პარლამენტის საშემოდგომო სესიას და გამოავლინა, რომ პარლამენტი პასიურია, პარლამენტის თითოეული წევრის საქმიანობა ბუნდოვანი ან/და უცნობია, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა პრაქტიკულად გამორიცხულია. “დემოკრატიის ინდექსი - საქართველო” საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საშემოდგომო სესიის მუშაობაზე აქვეყნებს ანგარიშ, რომელიც თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავს, ინდივიდუალური დეპტატების საქმიანობას, კანონშემოქმედებით პროცესს, პარლამენტის კომიტეტების საქმიანობას და ასე შემდეგ. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პარლამენტმა 2019 წლის საშემოდგომო სესიის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მიიღო, რომელთა საფუძველზეც მან, ფაქტობრივად, წვლილი შეიტანა ევროკავშირთან ქვეყნის დაახლოების პროცესში, ასევე აღნიშნული დადებითი ტენდენციის პარალელურად პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დაფიქსირდა არსებითი ხარვეზები.

სტუმარი: ეკატერინე ციმაკურიძე - "დემოკრატიის ინდექსი - საქართველო", ხელმძღვანელი