მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ

BM.GE
20.11.19 14:09
745
პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. კობა გვენეტაძე საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დოკუმენტს წარუდგენს. ეს სამწლიანი პოლიტიკის დოკუმენტი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, ასევე მონეტარული პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტებს მოიცავს, რომლებსაც ეროვნული ბანკი სწორედ მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოიყენებს. მოკლედ, გაძვირებული ცხოვრების და გაუფასურებული ლარის შემდეგ, დღეს ეროვნული ბანკისგან პროგნოზები უნდა მოვისმინოთ. რა განცხადებები გააკეთდა სხდომის დაწყებამდე?