მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პეგასუსი" სტამბოლი-ბათუმის ფრენებს იწყებს

BM.GE
06.12.19 09:41
740
2020 წლის პირველი მარტიდან „პეგასუს ეარლაინსი“ სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. ტავ ჯორჯიას ოპერირებად აეროპორტში ფრენები კვირაში ოთხი სიხშირით შესრულდება. ავიაკომპანიამ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, რომელთა ფასი ერთ გზაზე 55 ევროდან იწყება. „პეგასუსი“ რეგულარულ რეისებს ამ დროისთვის სტამბოლი-თბილისის მარშრუტზე ასრულებს. სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით კი დღეისთვის მხოლოდ „თურქეთის ავიახაზები“ დაფრინავს.