მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პენსიებს 7 წელი ისევ “ლიბერთი” დაარიგებს

BM.GE
20.05.22 10:12
388
პენსიებს მომდევნო 7 წლის განმავლობაშიც “ლიბერთი ბანკი” დაარიგებს. 105-მილიონიან ტენდერში ერთადერთი პრეტედენტი “ლიბერთი ბანკი” იყო და შესაბამისად, სახელმწიფო კონტრაქტს სწორედ მასთან გააფორმებს. ტენდერში გამარჯვებულად ლიბერთი ოფიციალურად დღეს დასახელდება. 

პენსიების გაცემის ახალ ტენდერში პირობით განსაზღვრული იყო ის საპროცენტო განაკვეთიც, რომლითაც საპენსიო სესხები უნდა გაიცეს. ეს განაკვეთი დგინდება თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთიდან, რაც ამჟამად 10.8%-ს შეადგენს, მაქსიმალური ფასნამატი კი 15%-ია. შესაბამისად, საპენსიო სესხის მაქსიმალური განაკვეთი 25.8% იქნება. 

სტუმარი: ვაჟა მენაბდე - "ლიბერთი ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორი;