24.ივნისი .2022 16:58

პირობა-პოლარიზების დასრულება ოპოზიციასაც ეხება, ჩვენ კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად ვართ- პრემიერი

177
უკან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მზად არის პოლარიზების შესამცირებლად ნაბიჯები გადადგას. გამართულ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა მიღწევად შეაფასა და ოპოზიციას პოლარიზაციის შემცირებისკენ მოუწოდა. ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ მთავრობა ევროკომისიის მიერ დასახელებულ ყველა პირობას შეასრულებს, პოლარიზაციის დასრულების ნაწილში კი მისი თქმით, პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც უნდა აიღოს.