მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი #მხოლოდქართული ხილ-ბოსტნეულის ლოჯისტიკური კომპანია

BM.GE
28.11.21 15:22
841
ფერმერებს მუდმივად ჰქონდათ და აქვთ პრობლემა პროდუქციის გაყიდვებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეაც და 2020 წელს საქართველოში დაფუძნდა პირველი ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის რეალიზაციის ჯაჭვს ფერმერიდან ქსელურ მარკეტამდე. საუბარია კომპანია „ფრუტ ლოჯისტიკა“-ზე, რომლის სამაცივრე მეურნეობა ორხევში მდებარეობს და 400-დან 500 კულტურამდე პროდუქციის რეალიზებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით და არამარტო, მათ ქართული ხილი და ბოსტნეული უკვე გააქვთ ექსპორტზე სინგაპურში, თანაც თვეში სამჯერ. ხოლო პირველი დეკემბრიდან, სულ რამდენიმე დღეში, „ფრუთ ლოჯისტიკა“ თავის პროდუქციას ქსელურ მარკეტებში QR კოდებით გაყიდის. მოკლედ „ მხოლოდ ქართულის“ რუბრიკის ფარგლებში.