მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში

BM.GE
13.12.19 14:31
1196
კომპანია “ფაზის ოილმა” და აუდიტორულმა კომპანია “Deloitte & Touche”-ის წარმომადგენლობამ გუშინ ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს და ყულევში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე, ქვეყანაში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტი წარადგინეს. პროექტის მიხედვით, უშუალოდ ქარხნის მშენებლობა 2021 წელს უნდა დაიწყოს. “ფაზის ოილის” ინფორმაციითვე, ქარხნის მართვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Cepsa და Royal Dutch Shell-ი.


ყულევის ტერიტორიაზე, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენების იდეა ახალი არ არის. 2012 წლის 12 სექტემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, შეიქმნა “ყულევის თიზ”-ი, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე კონკრეტული პროექტის განხორციელების ვალდებულებას აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის Socar-ის შვილობილი კომპანია Socar Georgia Investments-ი იღებდა. თუმცა, შემდგომში აღნიშნულ პროექტს წინსვლა არ ჰქონია, 2016 წელს კი კომპანია “ფაზის ოილი” Socar Georgia Investments-ის ადგილმონაცვლე გახდა.