მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პლატფორმა COVID 19-თან ბრძოლისთვის

BM.GE
02.04.20 10:32
615
საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს.ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმისათვის რომ მათ შექმნილ ვითარებაში შეძლონ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგეთ და ასევე, მოემსახურონ საოპერაციო ხარჯებს, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს პლატფორმას https://argacherde.ge, სადაც ისინი შეძლებენ დარეგისტრირდნენ და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს სპეცილურ ფასად შესთავაზონ. შეთავაზების გამოყენებას მომხმარებელი მას შემდეგ შეძლებს, რაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაბრუნდება და ბიზნესები კვლავ წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას. ინიციატივის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გვერდში დავუდგეთ ბიზნესებს დღეს, რომ მათ ხვალ ოპერირება შეძლონ. მომხმარებელს პლატფორმა აძლევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველი პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენით საკუთარი წვლილი შეიტანონ ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის საქმეში და ასევე, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებით.