24.ივლისი .2020 10:04

პოსტ-პანდემიური გზამკვლევი ბიზნესისთვის

617
უკან

“პანდემიამ ცხოვრების წესი შეცვალა!” ეს არის წინადადება, რომელიც ზუსტად ისეთივე მოსაწყენი გახდა, როგორც თავად პანდემია. ცხოვრება გრძელდება და გრძელდება იმ ახალ გამოწვევებთან ერთად, რომლებიც უკვე არც ახალი აღარ არის და არც სამყაროს უქადის დასასრულს. Covid-19 ის შესახებ კი, უკვე ნელ-ნელა ინტერესიც იკლებს სოციალურ მედიაშიც და თუკი აქამდე ყველა რიცხვს ვიზეპირებდით, ახლა ცოტამ თუ იცის რამდენი ადამიანი დაინფიცირდა მაგალითად ბრიტანეთში. თუმცა, ფაქტია, რომ დღევანდელი გამოწვევები ძირეულად განსხვავდება 2020 წლის პირველი თვეების გამოწვევებისაგან. Forbes Woman-მა და EPRC-ის მკვლევარმა ახალ ნომერში სწორედ პოსტ-პანდემიური გზამკვლევი შექმნეს ბიზნესისთვის.