მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრივატიზაციის გეგმაში ჩამორჩენაა: რა გავყიდეთ?

BM.GE
16.11.22 15:49
168
საქართველოს მთავრობა პრივატიზაციის გეგმას ჩამორჩება - ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში პრივატიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 157 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის ანუ 194 მილიონის 80%-ია, თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სამ კვარტალში 207 მილიონის ქონება გაყიდეს . რასთან გვაქვს საქმე და უფრო დეტალურად როგორ სრულდება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმა, ასევე რა გავყიდეთ ყველაზე ძვირად?