მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრივატიზაციის ტემპი: რა გაყიდა მთავრობამ 9 თვეში?

BM.GE
05.11.21 18:27
666
პრივატიზაციის თემით განვაგრძობთ გადაცემას - 3 ნოემბრის მდგომარეობით, წელს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე  დაახლოებით 487 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების ქონება გამოიტანა, აქედან აუქციონი წარმატებით დასრულდა 198 მილიონი ლარის ქონებაზე, ვაჭრობის შედეგად კი, საპრივატიზებო თანხა 282 მილიონ ლარამდე იყო... უფრო რომ დავკონკრეტდეთ - რა გვაქვს დღეს ბიუჯეტში - ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  2021 წლის 9 თვეში  პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 162 მლნ ლარი შევიდა, რაც ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის 100.3%-ია.