მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრობლემები ოლიმპიურ გუნდში

BM.GE
28.09.22 13:09
188
სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტ ზურაბ კახაბრიშვილის განცხადებით, ოლიმპიურ გუნდში მოქმედი ექიმების 50%-ს მინიმალური ხელფასი აქვს და მათი უმრავლესობა საკუთარი ვალდებულებების მომსახურებისთვის, შემოსავალს ტაქსით მომსახურებიდან გამოიმუშავებენ. ამის შესახებ მან პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, ოლიმპიურ გუნდში 72 ექიმია და მათი 50% 100-დან 300 ლარამდე ხელფასს იღებს. მხოლოდ სახელფასო ანაზღაურება არ არის ერთადერთი პრობლემა, რაზეც ზურაბ კახაბრიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა. რა გამოწვევები არსებობს ოლიმპიურ გუნდში?

სტუმარი: ზურაბ კახაბრიშვილი - სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი;