27.ოქტომბერი .2020 10:38

პრობლემები სახელმწიფო კომპანიების კანონმდებლობით რეგულირებაში

103
უკან

სახელმწიფო საწარმოებს რეფორმირება სჭირდება, ამ პოზიციას მმართველი გუნდის მოქმედი მთავრობის წევრებიდან იზიარებენ, მეტიც ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ ივანე მაჭავარინმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ონლაინ გლობალურ კონფერენციაზეც ისაუბრა და რამდენიმე კვირის წინ უფრო ვრცლად ფორბს კვირას ეთერშიც. ცვლილებები რომ სახელმწიფო საწარმოებისათვის აუცილებელია ეს ერთი წლის წინაც ითქვა და როგორც ვიცით ამ დროისთვის შესაბამისი რეფორმა მუშავდება და განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთანაც.

IMF-ისგან რეკომენდაციათვე, ქვეყანაში არსებული სახელმწიფო შპს-ები ორ კატეგორიად - მომგებიან და ზარალიან საწარმოებად უნდა დაიყოს და მეორე კატეგორიის, ანუ ზარალიან საწარმოთა ოპერაციები ახალი მეთოდოლოგიის პირობებში, სახელმწიფოს ვალის სახით აღირიცხება.საქართველოს პარლამენტის ანგარიშის მიხედვით ბოლო 7 წელიწადში სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ჯამურად 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

2019 წელს სახელმწიფო საწარმოებმა 380 მილიონი ლარი იზარალეს; თავისუფალი ბაზრის და საბაზრო ეკონომიკის პირობებში ზარალიანობასთან ერთად მნიშვნელოვანი გამოწვევა კერძო სექტორისათვის თანაბარი კონკურენტული პირობების შექმნაა, რომელიც სამართლებრივად კანონმდებლობით უნდა იყოს განსაზღვრული. რამდენად არის ჩვენი საკანონმდებლო ბაზა ამ მხრივ ინვესტორებისათვის თანაბარი პირობების შესათავაზებლად ადაპტირებული და რა პრობლემები იკვეთება დღევანდელი ვითარების ანალიზით?

სტუმრები: ეკატერინე ციმაკურიძე - დემოკრატიის ინდექსი-საქართველო, ხელმძღვანელი;
დავით მაისურაძე - IDFI-ს ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი